KOOFRA – Koordinierungsstelle gegen Frauenhandel e.V. Hamburg
 +49-(0)40–67999757

Infos in 35 Sprachen

 
<

.

...

>
 

ინფორმაცია ჰამბურგში ადამიანების სამუშაო მიზნით ვაჭრობაზე

  • თქვენ გაქვთ აუტანელი / ცუდი სამუშაო პირობები
  • გემუქრებიან და გაიძულებენ შეასრულოთ სამუშაო, რომელიც არ გსურთ
  • თქვენ საერთოდ არ გიხდიან თანხას ან გიხდიან ძალიან ცოტას
  • გაიძულებენ სხვებზე დიდ ხანს მუშაობას
  • თქვენ იცნობთ ადამიანს რომელსაც ესაჭიროება დახმარება
  • ან გსურთ ინფორმაციის მიღება დაგვირეკეთ. კონსულტაცია კონფიდენციალურია. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ თქვენი თანხმობის გარეშე.* თქვენ გაქვთ აუტანელი / ცუდი სამუშაო პირობები
  • გემუქრებიან და გაიძულებენ შეასრულოთ სამუშაო, რომელიც არ გსურთ
  • თქვენ საერთოდ არ გიხდიან თანხას ან გიხდიან ძალიან ცოტას
  • გაიძულებენ სხვებზე დიდ ხანს მუშაობას
  • თქვენ იცნობთ ადამიანს რომელსაც ესაჭიროება დახმარება
  • ან გსურთ ინფორმაციის მიღება დაგვირეკეთ.

კონსულტაცია კონფიდენციალურია.

ჩვენ არაფერს ვაკეთებთ თქვენი თანხმობის გარეშე.


ჭებსიტე: წწწ.კოოფრა.დე

E-Mაილ: ინფო@კოოფრა.დე

ტელეფონი: +49-(0)40 – 67 999 757

ორშაბათიდან ხუთშაბათამდე: 11:00 – 17:00 საათამდე პარასკევი: 11:00 – 14:00 საათამდე

არასამუშაო საათებში შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება და თქვენი ტელეფონის ნომერი ავტომოპასუხეზე, თქვენს მშობლიურ ენაზე.


რას ნიშნავს ადამიანების სამუშაო მიზნებისთვის გამოყენება

რამოდენიმე მაგალითი:

  • თქვენ გაიძულებენ ჯანმრთელობითვის საშიში სამუშაოს შესრულებას
  • თქვენ არ გაძლევენ დამცავ ტანსაცმელს
  • წაგართვეს პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტები
  • თქვენი დამსაქმებელი ვალების გამო, გაყენებთ ზეწოლის ქვეშ
  • თქვენ საერთოდ არ გიხდიან თანხას ან გიხდიან ძალიან ცოტას
  • გეპყრობიან არასათანადოდ, გემუქრებიან ან გაშანტაჟებენ
  • გემუქრებიან, რადგან თქვენ მუშაობის უფლება ან ლეგალური საბუთები არ გაქვთ
  • არ გაძლევენ შვებულებას ან თავისუფალ დღეს
  • არ გაქვთ უფლება ექიმთან წახვიდეთ, როდესაც ავად ხართ
  • თქვენ არ გაქვთ თავისუფლად გადაადგილების უფლება და გამუდმებით იმყოფებით თქვენი დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ

ეს არის ადამიანებით ვაჭრობა.

მაშინაც კი, თუ თქვენ თავიდან თანახმა იყავით.

KOOFღA-ს შეუძლია დაგეხმაროთ!

KOOFRA:

  • დახმარებას უწევს ადამიანებს რომლებიც ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლი არიან
  • იგი არის დამოუკიდებელი
  • გაგიწევთ კოსულტაციას და მოგაწვდით ინფორმაციას

თქვენ უფლება გაქვთ დახმარებაზე!

  • ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას
  • გასაუბრება არის ანონიმური და სანდო
  • ჩვენ არ ვაწვდით ინფორმაციას მესამე პირს
  • ჩვენი თანამშრომლები არიან თქვენი სამშობლოდან ან საუბრობენ თქვენს მშობლიურ ენაზე

რას გთავაზობთ KOOFRA?

  • დაგეხმარებათ იპოვოთ დასაძინებელი ადგილი, სამედიცინო უზრუნველყოფა, შემოსავალი საარსებო წყაროსთვის, უფასო იურიდიული კონსულტაცია.
  • გაყოლა სამთავრობო ორგანიზაციებში
  • დახმარება პასპორტის მოგვარების საკითხებში
  • სურვილისამებრ: პოლიციაში გაყოლა
  • სურვილისამებრ: სამშობლოში დაბრუნებაში დახმარება
  • და ბევრი სხვა